
გელა ხასაია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს
31/03/2025 09:19:42 პოლიტიკა, საზოგადოება
"კოალიცია ცვლილებისთვის" აქტივისტი გელა ხასაია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის განყოფილებაში ძალის გამოყენებით გადაიყვანეს.
პოლიციამ ხასაიას "გონივრული ეჭვის საფუძველზე" ჩანთის გახსნა მოსთხოვა. აქტივისტმა სამართალდამცველებს უთხრა, რომ ის ზედაპირულად დაეთვალიერებინათ, ხოლო ჩანთის გახსნაზე უარი თქვა, რადგან ეს უკვე ზედაპირული დათვალიერება არ არის. ამის შემდეგ ის განყოფილებაში გადაიყვანეს .
პოლიციელების განცხადებით, ხასაია არ დაუკავებიათ.
"გელა ხასაია იდენტიფიცირების მიზნით გადაიყვანეს პოლიციაში. ზურგჩანთის გახსნას სთხოვდნენ გონივრული ეჭვის საფუძველზე. შეიძლება ძებნილი იყოსო". - წერს პარტია გირჩი - მეტი თავისუფლების პრესსამსახურის წარმომადგენელი ანა ყურაშვილი სოციალურ ქსელში.
განახლება
შსს-ში განაცხადეს, რომ ხასაია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლითაა დაკავებული, რაც სამართალდამცავის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს