
KRAB Coffee-ის მფლობელებზე თავდამსხმელი დაკავებულია
06/03/2025 08:10:17 საზოგადოება
შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს, რომ Krab Coffee-ის თანამშრომლებთან სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე, მამაკაცია დაკავებული.
გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.
„თბილისში, ერთ-ერთ უბანში, „კრაბ კოფის“ თანამშრომლებს კონფლიქტი მოუვიდათ მაღაზიაში მყოფ პირთან, რაც შემდგომში მაღაზიის გარეთ სიტყვიერ და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცველებმა მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყეს, რაც ძალადობას გულისხმობს“, - აცხადებენ შსს-ში.
5 მარტს, დიღომში, საცხოვრებელ სახლთან ახლოს, Krab Coffee-ის დამფუძნებლებს, რომლებიც რუსთაველის გამზირზე, პროევროპული აქციის მონაწილეებს უფასოდ უმასპინძლდებოდნენ, თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა მათთვის უცნობი მამაკაცი.
ქრისტი პირველმა თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ მას კბილი აქვს მოტეხილი, Krab Coffee-ის მეორე მფლობელს, ბარბარე როკიტას კი, ცხვირის მოტეხილობის გამო ოპერაცია დასჭირდა.
"მაღაზიაში ვიყავით. ვიღაც ბიჭმა სიტყვიერი შეურაცხყოფა მოგვაყენა მე და მეორე მეპატრონეს. წავედი მისკენ, მეთქი, "ვის აყენებ შეურაცხყოფას" და წიხლი ჩამარტყა მუცელში".
როგორც ქრისტი პირველი ამბობს, პოლიციამ მათ სარჩელის უკან გატანა "ურჩია", რადგან კადრებში ჩანს, რომ თავდამსხმელს, საპასუხოდ, ისიც სცემს:
"ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მეც საკმაოდ კარგად ვცემე და გვეუბნებიან, რომ "არ ვიჩივლოთ, რადგან ორმხრივი ძალადობა იყო", მაგრამ კადრებში კარგად ჩანს, რომ პირველი ის მირყამს".
ქრისტი პირველმა და ბარბარე როკიტამ პროევროპული აქციების დაწყებამდე ორი კვირით ადრე, რუსთაველის გამზირზე კაფე გახსნეს. ისინი სხვა მოხალისეებთან ერთად, ყავითა და ჩაით უმასპინძლდებოდნენ პროტესტის მონაწილეებს.