Accentnews.ge
KRAB Coffee-ის მფლობელი: თავს დაგვესხნენ, ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე სავარაუდოდ, ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს

KRAB Coffee-ის მფლობელი: თავს დაგვესხნენ, ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე სავარაუდოდ, ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს

05/03/2025 18:12:38 სამართალი, საზოგადოება

Krab Coffee-ს დამფუძნებლებს, რომლებიც აქციაზე მოქალაქეებს უფასო ყავითა და ცხელი სასმელებით უმასპინძლდებიან, ფიზიკურად გაუსწორდნენ.

"მეგობრებო, დღეს "კრაბ კოფი" არ იქნება, სამწუხაროდ. მე და ბარბის თავს დაგვესხნენ უბანში, გამოკითხვაზე ვართ ახლა - ბარბის ცხვირი აქვს გატეხილი, მე შედარებით კარგად ვარ". - დაწერა ქრისტი პირველმა, Krab Coffee-ს მფლობელმა სოციალურ ქსელში.

მოგვიანებით ის "ფორმულას" კლინიკიდან ჩაერთო და მოკლე კომუნიკაციისას თქვა, რომ მას სავარაუდოდ ქვედა ყბის ძვლის მოტეხილობა აქვს:

"პოლიცია გარეთ გველოდება. ყველაზე სასაცილო ის არის, რომ მეც საკმაოდ კარგად ვცემე და გვეუბნებიან, რომ "არ ვიჩივლოთ, რადგან ორმხრივი ძალადობა იყო", მაგრამ კადრებში კარგად ჩანს, რომ პირველი ის მირყამს".

ის ამჟამად კლინიკაში გადის კვლევებს. მომხდარის დეტალები ჯერ უცნობია.

განახლება

როგორც ქრისტი პირველი ამბობს, თავდასხმა მოხდა დიღმის მასივში, უცნობი კაცი მიიჭრა მათთან წინაპირობის გარეშე.

"მაღაზიიდან გამოვედით, უცნობი მამაკაცი მოვიდა, დაახლოების 20 წლის, სიტყვისერი შეურაცხყოფა მიაყენა ბარბის, მე წავედი მისკენ, "ვის აყენებ შეურაცხყოფას-მეთქი?" და კადრებშიც ჩანს, რომ ეგრევე წიხლს მირტყამს მუცელში. შემდეგ ბარბიმ მოირბინა, კამერებში ჩანს, მას ურტყამს სახეში".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S