Accentnews.ge
ბენჟამინ ჰადადი: თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მან პატივი უნდა სცეს ბლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებს

ბენჟამინ ჰადადი: თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მან პატივი უნდა სცეს ბლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებს

15/10/2024 12:22:34 ევროპა, პოლიტიკა

ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი ბენჟამინ ჰადადი აცხადებს, რომ "თუ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება სურს, მან პატივი უნდა სცეს ბლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებს".

"თუ საქართველოს სურს გააგრძელოს თავისი ევროპული გზა, რაც ჩვენც გვინდა, რადგან მხარს ვუჭერთ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს, მას მოუწევს პატივი სცეს ბლოკის ფუნდამენტურ ღირებულებებს. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას პატივი სცეს არჩევნების მთლიანობასა და კანონის უზენაესობას. ეს არის ის ღირებულებები, რომლებიც საფუძვლად უდევს ევროკავშირს“, - აღნიშნა ფრანგმა მინისტრმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S