
კობახიძე: "რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესებზე რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს"
13/09/2024 07:20:44 ციტატა
"რუსეთს არ აქვს რესურსი, რომ საქართველოში საარჩევნო პროცესებზე რაიმე არსებითი გავლენა მოახდინოს. [...] რესურსში იგულისმება, რა რესურსი სჭირდება არჩევნებზე გავლენის მოხდენას. რესურსი სჭირდება მედიის მიმართულებით, უნდა გქონდეს საკუთარი პარტიები, შენი აგენტურა უნდა გყავდეს პარტიებში და ასე შემდეგ. ეს რესურსი რუსეთს არ აქვს", – ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.
ამავე თემაზე: მოსკოვი "ოცნების" მხარდაჭერას აღარ მალავს და მის მსგავსად, დასავლეთს "გადატრიალების მზადებაში" კიდევ ერთხელ ადანაშაულებს