Accentnews.ge
გუნბა:"აფხაზეთი რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს"

გუნბა:"აფხაზეთი რესპუბლიკის სტატუსის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს"

28/05/2025 15:00:00

"აფხაზეთი რესპუბლიკის სტატუსისა და დამოუკიდებლობის საკითხზე  საქართველოსთან მოლაპარაკებების წარმოებას არ აპირებს" - განუცხადა რუსულ სახელმწიფო სააგენტო "ტასს" აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ბადრა გუნბამ, რომელიც ამ დღეებში რუსეთში "კავკასიურ საინვესტიციო ფორუმს" ესწრებოდა. 

"კიდევ ერთხელ გავიმეორებ: აუცილებელია, საქართველო შეეგუოს იმ ფაქტს, რომ აფხაზეთმა საკუთარი დამოუკიდებლობა აღიდგინა და არანაირი გეგმა არ გვაქვს, ჩვენი რესპუბლიკის სტატუსისა და დამოუკიდებლობის საკითხზე საქართველოსთან მოლაპარაკებები ვაწარმოოთ. თბილისმა ეს უნდა მიიღოს და შეეგუოს. სხვა საკითხია, რომ აფხაზეთი თავის ყველა მეზობელთან, მათ შორის საქართველოსთან მშვიდობიანი თანაცხოვრებისკენ ისწრაფვის. ეს მარტივი გზა არ არის და აუცილებელია, მშვიდობიანი თანაცხოვრების საჭიროების აღქმა ყველამ გაიაზროს. ფაქტი ისაა, რომ ჩვენ ამ გზიდან გადახვევას არ ვაპირებთ" - დასძინა გუნბამ. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S