Accentnews.ge
ქართველი მებრძოლის მიმართვა კურსკიდან: "2008 წელს, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს, ისწავლეთ ომიო,  მივყევით ამას, კარგად ვისწავლეთ და ჩამოვედით რუსეთში"

ქართველი მებრძოლის მიმართვა კურსკიდან: "2008 წელს, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში, ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს, ისწავლეთ ომიო,  მივყევით ამას, კარგად ვისწავლეთ და ჩამოვედით რუსეთში"

14/08/2024 14:26:18 ციტატა

"2008 წელს, როცა რუსეთი შემოიჭრა საქართველოში რუსებმა ერთ-ერთ ღობეზე დაწერეს წარწერა, რაც ძალიან ცუდად დაგვამახსოვრდა ქართველებს, საწყენი იყო ჩვენთვის. მაგრამ ქართველებს საბედნიეროდ, ძალიან კარგი მახსოვრობა გვაქვს. მაშინ რუსებმა დაწერეს ასეთი წარწერა: "ამხანაგო ქართველებო, ისწავლეთ სამხედრო საქმე, ისწავლეთ ომი. ჩამოვალთ და შეგამოწმებთ". ისე მოხდა, რომ მივყევით მათ წარწერას, კარგად ვისწავლეთ, მოვემზადეთ და ჩვენ თვითონ ჩამოვედით რუსეთში. ასე რომ, თუ საჭირო იქნება გამოცდის ჩასაბარებლად, კიდევ ერთხელ ჩამოვალთ ჩვენც და სხვა ქართველებიც. აქ ახლა ვიმყოფებით რუსეთის ტერიტორიაზე, კურსკის ოლქში, ეს ყველამ კარგად იცის და ისევე მინდა, ჩემს ვეტერანებს ვუთხრა, რომ იგივე პასუხს დავუტოვებთ ჩვენ მათ ასევე სამახსოვროდ", - ამის შესახებ კურსკის ოლქში მებრძოლი ქართველი მებრძოლი, "აზოვის პოლკის" საბრძოლო-სასწავლო ბატალიონის მეთაური გიორგი ქუფარაშვილი სპეციალურად გავრცელებულ ვიდეომიმართვაში საუბრობს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S