
სამინისტრო: შაჰინთან და ტერნერთან მინისტრის შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს
10/08/2024 11:15:23 პოლიტიკა, თავდაცვა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ამერიკელ კონგრესმენებს შეხვდა. ირაკლი ჩიქოვანმა სენატორ ჯინ შაჰინს, კონგრესმენ მაიკ ტერნერსა და დელეგაციის წევრებს თავდაცვის სამინისტროში უმასპინძლა.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაცით, შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონული უსაფრთხოების საკითხები და არსებული გამოწვევები განიხილეს.
საუბარი შეეხო საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებს. აღინიშნა საქართველოს თავდაცვის ძალების მნიშვნელოვანი წვლილი გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის ელჩი საქართველოში რობინ დანიგანი და აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ.
მანამდე ამერიკელი სენატორი, ჯინ შაჰინი და კონგრესმენი, მაიკ ტერნერი საქართველოს პრეზიდენტს, სამოქალაქო სექტორის წარმომდგენლებსა და საქართველოს პრემიერს შეხვდნენ.
საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ცნობით, ორპარტიული ვიზიტის ფარგლებში, ისინი ასევე შეხვდებიან კერძო სექტორისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს. ასევე, სენატორი და კონგრესმენი გაეცნობიან აშშ-ის მთავრობის პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს იძულებით გადაადგილებულ პირებს, მეწარმეებსა და სტუდენტებს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021