Accentnews.ge
რაქვიაშვილი: ამერიკელების აქტივობა იმას ემსახურება, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ზუსტად გაიგოს, ვინ სად არის

რაქვიაშვილი: ამერიკელების აქტივობა იმას ემსახურება, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ზუსტად გაიგოს, ვინ სად არის

09/08/2024 12:27:40 პოლიტიკა, ციტატა

"არ მაქვს მოლოდინი, რომ რამე შეიცვლება [ხელისუფლების რიტორიკაში]. ახლა არჩევნებია და მთელი ფოკუსი არის იმაზე, რომ არჩევნებზე სწორი შედეგები დაიდოს. ეს ვიზიტი [ამერიკელი სენატორის და კონგრესმენის] იქნება თუ ზოგადად, ამერიკელების აქტივობა, იმას ემსახურება, რომ ჩვენმა ამომრჩეველმა ზუსტად გაიგოს, ვინ სად არის და გასაგები პრიორიტეტები იყოს. რამდენიმე თვის წინ "ქართული ოცნება იძახდა, რომ 9 პუნქტი შესრულებულია, ამერიკასთან ყველაფერი კარგად იქნება, უბრალოდ გაუგებრობაა...როდესაც ბევრი სხვადასხვა ადამიანი გეუბნება სხვადასხვა ენით, სტილით ქართული ოცნების ამომრჩეველი მიხვდება, რომ ოცნება იტყუება...დარწმუნებული ვარ, რომ ქართული ოცნების ამომრჩეველი პროდასავლურია ნებისმიერ შემთხვევაში". ამბობს დეპუტატი "გირჩიდან" სანდრო რაქვიაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S