![სანიკიძე: ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, მათ შორის 300 არაგველი და ის 200 მხედარი, დიდგორში, თურქების ბანაკში რომ შევიდა, ესენი ["ოცნება"] არაფერზე წამსვლელები არ არიან](https://new.accentnews.ge/storage/files/88_rviQPjk.jpg)
სანიკიძე: ყველაფერზე წამსვლელები იყვნენ, მათ შორის 300 არაგველი და ის 200 მხედარი, დიდგორში, თურქების ბანაკში რომ შევიდა, ესენი ["ოცნება"] არაფერზე წამსვლელები არ არიან
08/08/2024 18:36:57 ციტატა
"კითხვას, "როდის დათმობს ეს კაცი ხელისუფლებას?" გაეცემა პასუხი, თუ მიხვალთ საარჩევნო ყუთთან და ივანიშვილის წინააღმდეგ მისცემთ ხმას. სულ ცეკვა–ცეკვით წავლენ ხელისუფლებიდან. [...] ზოგიერთმა ჟურნალისტმა იცის თქმა, რომ ყველაფერზე წამსვლელები [არიანო]... ეტყობათ ამათ, ყველაფერზე წამსვლელები რომ არიან? ყველაფერზე წამსვლელი იყვნენ, მათ შორის 300 სპარტელი, 300 არაგველი, ერეკლე მეფე, სოლომონ პირველი, სვიმონ მეფე და ის 200 მხედარი, რომელიც დიდგორში, თურქების ბანაკში შევიდა. ისინი იყვენენ ყველაფერზე წამსვლელები. ესენი [ "ოცნება" ] არაფერზე წამსვლელები არ არიან. სად გაგიგიათ, რომ ქონებისთვის ვინმეს თავი შეეწიროს? ოქროზე შეწირული ხალხი სად გინახავთ? ვინ გამოჭრილა მახვილით ხელში თავისი საჭურჭლეების გადასარჩენად? რომელი წმინდანი, გმირი, კულტურა და ცივილიზაცია? [...] ვინც ამბობს, რომ "მაინც არაფერი არ შეიცვლებაო", ეს არის პირველი ნიშანი ჩამორჩენილობის, უწიგნურობის და სიმხდალის. ეს "ვეფხისტყაოსნის" ქვეყანა იყო ოდესღაც და დღეს არ არის, ყოველ შემთხვევაში სახელმწიფო დონეზე. "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი" – ამის იგნორირება მოხდა. [...] მოვიდა ომების ეპოქა, მთელი მსოფლიო ძლიერდება იარაღს იძენს, ჯარს აძლიერებს და ჩვენ არ გვინდა არაფერი და ვინც შემოვა დავნებდეთ. რუსი შემოვა, დავნებდეთ. თურქი შემოვა, დავნებდეთ. ირანელი შემოვა, დავნებდეთ. ერთად თუ შემოვა, ერთად დავნებდეთ ყველას. ეს არის ჩვენი საშინაო და საგარეო პოლიტიკაო და ვინც ამბობს, რომ მტერზე დანებება არ არის აუცილებელი და წინააღმდეგობა უნდა გავუწიოთო და მთელი ჩვენი იდენტობა ეს არის ბრძოლა საკუთარი თავის გადასარჩენად, მოღალატეაო და ომი გინდათო. შოთა რუსთაველიც ომის პარტია ყოფილა, "სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილის სახელოვანიო", – ამის შესახებ ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა გუბაზ სანიკიძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.