
ფაშინიანი: სანამ ლუკაშენკო ხელისუფლებაშია, სომხეთის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ წავა ბელარუსში
13/06/2024 12:14:24 კავკასია
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პარლამენტში გამოსვლისას, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასთან (ОДКБ/CSTO) თანამშრომლობის საკითხებზე საუბრისას განაცხადა, რომ ის და სხვა ოფიციალური პირები ბელარუსში არ ჩავლენ, სანამ ამ ქვეყანას ლუკაშენკო მართავს.
ფაშინიანის განცხადებით, როდესაც ОДКБ-ს ერთ-ერთი ქვეყნის ხელმძღვანელი ღიად აცხადებდა, რომ ჩართული იყო ომის სამზადისში, ამხნევებდა და წარმატებას უსურვებდა აზერბაიჯანულ მხარეს, მასთან განსახილველი არაფერი აქვს.
იხილეთ ასევე: ფაშინიანი – ОДКБ–ს სულ მცირე, ორი ქვეყანა მონაწილეობდა ჩვენს წინააღმდეგ ომის მომზადებაში
"მე ვაცხადებ, რომ ამიერიდან ბელორუსში არ გავემგზავრები, სანამ პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო იქნება. ზოგადად, ვაცხადებ, რომ ამიერიდან, სომხეთის არც ერთი ოფიციალური წარმომადგენელი არ წავა ბელარუსში" - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ფაშინიანმა ასევე თქვა, რომ სომხეთი გავა ОДКБ–დან.
პარლამენტში გამოსვლისას, ფაშინიანმა ასევე აღნიშნა, რომ უსაფრთხოების ორგანიზაციიდან გამოსვლა დამოკიდებულია იმაზე, დარჩება თუ არა წევრად ბელარუსი ან მოუხდის თუ არა ლუკაშენკო სომხეთის მოქალაქეებს ბოდიშს.
2002 წელს რუსეთის ხელმძღვანელობით შექმნილი კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრები რუსეთის გარდა არიან: ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021