
ფაშინიანი: ОДКБ–ს სულ მცირე, ორი ქვეყანა მონაწილეობდა ჩვენს წინააღმდეგ ომის მომზადებაში
22/05/2024 17:19:21 კავკასია
პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა თქვა, რომ კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (ОДКБ) მინიმუმ ორი წევრი ქვეყანა რეალურად დაეხმარა აზერბაიჯანს სომხეთის წინააღმდეგ ომის მომზადებაში.
პარლამენტში მთავრობისადმი კითხვების სესიაზე ფაშინიანმა ყურადღება გაამახვილა ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადებაზე ბაქოში, სადაც მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს გაახსენა, თუ როგორ ჰქონდათ "ფილოსოფიური საუბარი მაგიდასთან თქვენს განმათავისუფლებელ ომამდე" და "მივიდნენ დასკვნამდე, რომ ომის მოგება შესაძლებელია".
ფაშინიანმა თქვა, რომ ლუკაშენკომ „გააჟღერა ის, რის გადმოცემასაც" თავად "ოთხი წელი ცდილობდა“.
„ჩემთვის ცნობილია ОДКБ–ს სულ მცირე, ორი ქვეყნის შესახებ, რომლებიც მონაწილეობდნენ ჩვენს წინააღმდეგ ომის მომზადებაში. ამ ქვეყნებს ვითომ სურდათ დახმარება, ან თითქოს გვეხმარებოდნენ. მაგრამ მინდა, ვთქვა, რომ ომში საკითხი ყარაბაღზეც კი არ იყო... ომის მიზანი იყო სომხეთის, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის დასრულება“, - განაცხადა ფაშინიანმა.
მისი თქმით, მსგავსი მცდელობები გაგრძელდა 2020 წლის ომის ძირითადი ეტაპის შემდეგ - 2021 წლის მაისში, 2022 წლის სექტემბერში და 2023 წელს, მაგრამ "წარუმატებელი აღმოჩნდა".
„შემდეგ ისევ სცადეს 2024 წლის 9 მაისს (სავარაუდოდ, საუბარია საზღვრის დელიმიტაციის გამო აგორებულ საპროტესტო ტალღაზე) და ეს ისევ არ იმუშავებს“, – განაცხადა ფაშინიანმა განაცხადა.