
ფაშინიანმა ОДКБ-ში დარჩენის პირობა დაასახელა
12/03/2024 13:26:01 კავკასია
სომხეთი დატოვებს თავდაცვის კოლექტიურ ორგანიზაციას (ОДКБ) თუ კი ის უპასუხოდ დატოვებს სომხეთის კითხვებს ქვეყნის სუვერენულ ტერიტორიასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ–მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"ჩვენ მოვითხოვთ და ველოდებით, რომ ჩვენმა პატივცემულმა პარტნიორებმა ორგანიზაციაში გვიპასუხონ კითხვაზე, როგორია ОДКБ-ს პასუხისმგებლობის ზონა სომხეთში?",- განაცხადა ფაშინიანმა.
სომხეთის პრემიერის თქმით, გასულ წლებში რუსეთი ირწმუნებოდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმაზე "წითელი ხაზი" იყო, რასაც მკაცრი რეაქცია მოჰყვებოდა,"მაგრამ, 2021 წლის მაისში აზერბაიჯანის თავდასხმის დროს, როდესაც დავაფიქსირეთ, რომ წითელი ხაზი გადაკვეთილია ОДКБ-ს განაწესში გაწერილი ზომები არ მიუღია",- ამბობს ფაშინიანი.
სწორედ ამ მოვლენების შემდეგ გახდა საჯარო სომხეთის უკმაყოფილება რუსეთის და ОДКБ-ს მისამართით.
ფაშიანიანის თქმით, თუ სომხეთი მიიღებს დამაკამყოფილებელ პასუხს პრობლემები მოგვარდება - წინააღმდეგ შემთხვევაში, "სომხეთის რესპუბლიკა გამოვა ОДКБ-დან, როდის ამას ვერ გეტყვით."
სომხეთი ფორმალურად კვლავ რჩება კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის წევრად, თუმცა უარი თქვა მთელ რიგ აქტივობებში მონაწილეობაზე. მაგალითად, უარი თქვა ორგანიზაციის ფარგლებში თავის ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებაზე, ხოლო გასულ წელს ერევანში გამართულ სამიტზე ხელი არ მოაწერა ერთობლივ დოკუმენტებს. მან ღიად გააკრიტიკა ორგანიზაცია არაეფექტურობისთვის.
თებერვლის ბოლოს ფაშინიანმა თქვა, რომ სომხეთმა გაყინა ორგანიზაციაში წევრობა. ამასთან, მისი თქმით, ორგანიზაცა თავად ქმნის უსაფრთხოების კუთხით გამოწვევებს.