Accentnews.ge
მაკრონი: სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გავაგრძელებთ

მაკრონი: სომხეთთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გავაგრძელებთ

22/02/2024 06:44:04 კავკასია

საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან გამართული შეხვედრის დროს თქვა, რომ პარიზი ერევანთან თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გააგრძელებს. ფაშინიანი 21 თებერვალს გაემგზავრა საფრანგეთში და შეხვედრებს მართავს.

"ჩვენ გავაგრძელებთ თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას. საფრანგეთი დათანხმდა თავდაცვითი ტექნიკის მიწოდებას და საფრანგეთი ამ საკითხში პირობის შესრულებას გააგრძელებს, რაიმე ესკალაციის სურვილის გარეშე." – თქვა ემანუელ მაკრონმა.

სომხეთმა გასულ წელს მიიღო ფრანგული ჯავანტექნიკა.

მაკრონმა ასევე აღნიშნა, რომ საფრანგეთი 2023 წელს ყარაბაღელ დევნილ სომხებს 29 მილიონი ევროთი დაეხმარება.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ევროკავშრის სადამკვირვებლო მისია, რომელიც აზერბაიჯანის საზღვართან სადამკვირვებლო სამუშაოებს ატარებს, გაძლიერდება სტაბილურობის დამყარების მიზნით.

"სიუნიქში ცოტა ხნის წინ მომხდარი ინციდენტი ამტკიცებს, რომ ესკალაციის საფრთხე კვლავ რეალურია. საფრანგეთი გააგრძელებს, მხარი დაუჭიროს ძალისხმევას, რომელიც მიმართული იქნება სამართლიანი და მყარი მშვიდობისკენ. დარწმუნებული ვართ, რომ ამის მიღწევა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის, სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საზღვრების დაურღვევლობითაა შესაძლებელი." – თქვა მაკრონმა.

ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, თებერვალში სომხეთ–აზერბაიჯანის საზღვარზე სროლა იყო, რასაც მსხვერპლი მოჰყვა. მხარეები ცეცხლის გახსნაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S