
აზერბაიჯანელი და სომეხი დიპლომატები შესახვედრად ემზადებიან
19/02/2024 07:09:22 კავკასია
სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები შესახვედრად ემზადებიან. შეხვედრის მზადება მიუნხენში, გერმანიის კაცლერ ოლაფ შოლცთან შეხვედრის შემდეგ დაადასტურეს ქვეყნების ლიდერებმა.
აზერბაიჯანის საინფორმაციო სააგენტო APA-ს ცნობით, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა, რომ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი "მალე" შეხვდება სომეხ კოლეგას არარატ მირზოიანს, თუმცა თარიღი არ დაუზუსტებია.
სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ეხება სამშვიდობო ხელშეკრულების ტექსტის შემდგომ განხილვას და შეთანხმებას.
13 თებერალს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება ბოლო თვეების განმავლობაში პირველად გამწვავდა. მხარეები ცეცხლის გახსნის და მსხვერპლის შესახებ იუწყებოდნენ.