Accentnews.ge
რა შეთანხმებას მიაღწიეს ერდოღანმა და მიცოტაკისმა: "საბერძნეთსა და თურქეთს შორის არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია"

რა შეთანხმებას მიაღწიეს ერდოღანმა და მიცოტაკისმა: "საბერძნეთსა და თურქეთს შორის არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია"

08/12/2023 16:18:12 მსოფლიო

ბოლო 6 წლის განმავლობაში პირველად, თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი საბერძნეთს ეწვია. როგორც დასავლური მედია იუწყება, ისტორიული ვიზიტისას მხარეებმა რიგ საკითხებზე შეთანხმებას მიაღწიეს.

რა შეთანხმებას მიაღწიეს ერდოღანმა და მიცოტაკისმა

თურქეთის პრეზიდენტი და საბერძნეთის პრემიერ–მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი ორ ქვეყანას შორის ვაჭრობის გაღრმავებაზე და მიგრაციის საკითხის მოსაგვარებლად სანაპირო დაცვის სამსახურებს შორის საკომუნიკაციო არხების დამყარებაზე შეთანხმდნენ.

„მიგრაციის შესახებ ჩვენ აღვნიშნეთ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ნაკადების მნიშვნელოვანი შემცირებაა. ეს არის როგორც საზღვაო, ასევე სახმელეთო საზღვრების სისტემატური დაცვის შედეგი. აქვე დავამატებ, რომ ეს არის ორივე ქვეყნის პოლიციასა და სანაპირო დაცვას შორის ბევრად უკეთესი თანამშრომლობის შედეგი და ეს თანამშრომლობა შეიძლება, კიდევ უფრო უნდა გაუმჯობესდეს“, - აღნიშნა კირიაკოს მიცოტაკისმა.

მიცოტაკისთან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ „მათ შორის არ არსებობს ისეთი პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია".

"ჩვენ გვინდა ეგეოსის ზღვა მშვიდობისა და თანამშრომლობის ზღვად ვაქციოთ. როგორც თურქეთი და საბერძნეთი, ჩვენ ვცდილობთ ვიყოთ მაგალითი მთელი მსოფლიოსთვის. მე გულწრფელად ვამბობ: ჩვენს შორის არ არსებობს პრობლემა, რომლის მოგვარებაც შეუძლებელია", – განაცხადა ერდოღანმა.

გარდა ამისა, მხარეებმა გააფორმეს ერთობლივი დეკლარაცია მეგობრული კავშირებისა და კეთილმეზობლური ურთიერთობების შესახებ, რომელშიც ორივე მხარე ათენსა და ანკარას შორის მშვიდობიანი ატმოსფეროს შენარჩუნებას უჭერს მხარს.

მხარეებს შორის მიღწეული სხვა შეთანხმებები მოიცავს გარიგებებს ვაჭრობის, ენერგეტიკის, განათლების, სოფლის მეურნეობის, სპორტის, ტექნოლოგიებისა და ტურიზმის სფეროებში.

თუმცა საბერძნეთსა და თურქეთს შორის მოუგვარებელი საკითხებიცაა, განსაკუთრებით – კვიპროსის შესახებ. კერძოდ, ანკარა კვლავ მხარს უჭერს "კუნძულის რეალობაზე დაფუძნებულ" სამართლიან გადაწყვეტას, რაც ორ სახელმწიფოს გულისხმობს, ხოლო ათენი ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი კუნძულის გაერთიანებაა გაეროს რეზოლუციების შესაბამისად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S