
ისრაელმა გაეროს ჰუმანიტარული სამსახურის მაღალჩინოსანს ვიზა გაუუქმა
06/12/2023 07:54:55 მსოფლიო
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელი კოენმა განაცხადა, რომ მან ვიზა გააუქმა გაეროს ჰუმანიტარული სამსახურის კოორდინატორს პალესტინაში ლინ ჰასტინგსს, რადგან "ის უარს ამბობდა "ჰამასის" დაგმობაზე.
ჰასტინგსი ღაზაში ისრაელის თავდასხმის მწვავე კრიტიკოსი იყო და ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდის მოთხოვნით გამოდიოდა.
Ynet-ის ცნობით, კოენმა აღმოსავლეთ იერუსალიმში მცხოვრებ ჰასტინგსს ორი კვირა მისცა ქვეყნის დასატოვებლად.
"ვინც არ გმობს "ჰამასის" ხოცვა-ჟლეტას, მოხუცებისა და ჩვილების გატაცებას, საშინელი წამებასა და გაუპატიურებას და ღაზას მოსახლეობის ფარად გამოყენებას, მაგრამ გმობს ისრაელს, დემოკრატიულ ქვეყანას, რომელიც იცავს თავის მოქალაქეებს, ვერ ემსახურება გაეროს და არ შევა ისრაელში," - წერს კოენი X-ზე.