
უკრაინა: წუხელ რუსების მიერ გამოყენებული 48 დრონიდან 41 გავანადგურეთ
06/12/2023 06:23:51 მსოფლიო
უკრაინის საჰაერო ძალების მიერ დილით გამოქვეყნებული ინფორმაციით, გასული ღამის განმავლობაში, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ოლქებს ანექსირებული ყირიმიდან და რუსეთის კურსკის ოლქიდან 48 უპილოტო საფრენი აპარატით შეუტიეს.
საჰაერო ძალების ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა 41 დრონი გაანადგურეს.
რაც შეეხება ფრონტის აქტიურ მონაკვეთებზე არსებულ ვითარებას, უკრაინის გენერალური შტაბის მიერ დილით გამოქვეყნებული მონაცემებით, გასულ 24 საათში 97 საბრძოლო შეტაკება მოხდა.
გენშტაბის თანახმად, უკრაინის თავდაცვის ძალებმა ხარკოვის ოლქის ქალაქ კუპიანსკის მიმართულებით 8 შეტევა მოიგერიეს, დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმართულებით - 10, მარინკის მიმართულებით - 18 და ლიმანის მიმართულებით - 26.