
ბლინკენი NATO–ს შტაბ–ბინაში გამართული შეხვედრების შემდეგ, მათ შორის ისრაელს ეწვევა
28/11/2023 06:26:58 მსოფლიო
აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი მიმდინარე კვირაში NATO–ს შტაბ–ბინაში გამართავს შეხვედრებს.
”ბრიუსელის შემდეგ, მდივანი ბლინკენი ამ კვირაში გაემგზავრება სკოპიეში, ისრაელში, დასავლეთ სანაპიროსა და დუბაიში. ამ შეხვედრების დროს ბლინკენი ხაზს გაუსვამს ღაზაში ჰუმანიტარული დახმარების გაზრდილი ნაკადის შენარჩუნებისა და ყველა მძევლის გათავისუფლების აუცილებლობას. ამასთან, მდივანი ბლინკენი ლიდერებთან ისაუბრებს ღაზას მომავალზე და დამოუკიდებელი პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობაზე. მისი ტურნეს მიზანია, განაგრძოს ძალისხმევა კონფლიქტის გავრცელების თავიდან ასაცილებლად", – აცხადებენ აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტში.