Accentnews.ge
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად ღაზას სექტორი კიდევ 11-მა მძევალმა დატოვა

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად ღაზას სექტორი კიდევ 11-მა მძევალმა დატოვა

28/11/2023 05:46:43 მსოფლიო

ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმების შედეგად ღაზას სექტორი კიდევ 11-მა მძევალმა დატოვა.

როგორც კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინებოდა, მათ შორის 3 ფრანგია, 2 გერმანელი და 6 არგენტინელი. სანაცვლოდ, ისრაელმა ციხეებიდან 33 პალესტინელი პატიმარი გაათავისუფლა.

აღნიშნული გაცვლა რიგით მეოთხეა. ყველა მათგანი „ჰამასის“ წევრებმა 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს შეიპყრეს. საერთო ჯამში, ისრაელზე თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა 240-მდე მძევალი აიყვანეს.

ცნობისთვის: კატარის შუამდგომლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში ისრაელის 50 მოქალაქეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები სრულად იქნება შეწყვეტილი, ხოლო ღაზას სექტორში დღეში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე დაახლოებით, 200 სატვირთო შევა.

ამასთან, 27 ნოემბერს კატარის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ მხარეებს შორის ზავი კიდევ ორი დღით გაგრძელდება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S