Accentnews.ge
აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი: პუტინს ევროპაში მარშით გავლის უფლებას ვერ მივცემთ

აშშ–ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი: პუტინს ევროპაში მარშით გავლის უფლებას ვერ მივცემთ

28/11/2023 05:27:31 მსოფლიო

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის რესპუბლიკელი სპიკერი მაიკ ჯონსონს იმედოვნებს, რომ უახლოეს ხანში, კერძოდ, ახალ წლამდე გადაწყდება ისრაელისა და უკრაინისთვის დამატებითი დახმარების გაწევის საკითხი.

"კონგრესში კარგად ესმით საკითხის სწრაფად გადაწყვეტის მნიშვნელობა და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ. რა თქმა უნდა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ვერ ევროპაში მარშით გავლის უფლებას ვერ მივცემთ", – განაცხადა ჯონსონმა.

პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა კონგრესს 20 ოქტომბერს სთხოვა 106 მილიარდი დოლარის პაკეტის მიღება, მათ შორის 61 მილიარდზე მეტი რუსეთთან ომში მყოფი უკრაინის სამხედრო დახმარების გასაგრძელებლად და 14 მილიარდზე მეტი ისრაელისთვის, რომელსაც ომი აქვს გამოცხადებული შეერთებული შტატების მიერ ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებული „ჰამასისთვის“.

კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, სადაც უმრავლესობაში რესპუბლიკელები არიან, 2 ნოემბერს დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც მხოლოდ ისრაელის დახმარებას ითვალისწინებდა. რესპუბლიკელების მიერ ინიციირებულმა კანონპროექტმა მხარდაჭერა ვერ მოიპოვა სენატში, სადაც უმრავლესობაში პრეზიდენტ ბაიდენის თანაპარტიელი დემოკრატები არიან.

შეერთებული შტატების ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს წარმომადგენელმა ჯონ კირბიმ 8 ნოემბერს განაცხადა, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინისთვის გამოყოფილი თანხის 96% უკვე დახარჯულია. თანხა 60 მილიარდ დოლარს აჭარბებდა და განკუთვნილი იყო არა მხოლოდ სამხედრო, არამედ ჰუმანიტარული და საფინანსო-ეკონომიკური დახმარებისთვის. თანხის 90% სამხედრო მიზნებით დაიხარჯა.

პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პოზიციაა, რომ უკრაინისთვის დახმარების შეჩერება დაუშვებელია, რადგან ეს რუსეთის პრეზიდენტ პუტინს გააძლიერებს და მიზნების მიღწევის შესაძლებლობას მისცემს.

პენტაგონის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 3 ნოემბრის ჩათვლით, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა უკრაინას გაუწია 44,2 მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S