Accentnews.ge
ნეთანიაჰუ "ჰამასთან" ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობას მიესალმება

ნეთანიაჰუ "ჰამასთან" ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობას მიესალმება

27/11/2023 07:15:04 მსოფლიო

ისრაელის პრემიერ–მინისტრის ოფისის ცნობით, ბენიამინ ნეთანიაჰუ "ჰამასთან" ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობას მიესალმება.

როგორც ნეთანიაჰუს ოფისი იტყობინება, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს სატელეფონო საუბრისას განუცხადა, რომ "ჰამასთან" ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობა მისასალმებელი იქნებოდა ღაზადან დღეში 10 მძევლის შემდგომი გათავისუფლების სანაცვლოდ".

მისივე თქმით, როცა ზავის მოქმედების პერიოდი ამოიწურება, ისრაელი გააგრძელებს საბრძოლო მოქმედებებს "ჰამასის" ლიკვიდაციამდე".

26 ნოემბერს ნეთანიაჰუმ ღაზას სექტორში ისრაელის ჯარები მოინახულა და მან პირობა დადო, რომ "ისრაელი გააგრძელებს ბრძოლას გამარჯვებამდე".

"ჩვენ არაფერი შეგვაჩერებს", – მიმართა მან ჯარისკაცებს.

ცნობისთვის: კატარის შუამდგომლობით ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება 24 ნოემბერს ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, „ჰამასი“ 4 დღეში ისრაელის 50 მოქალაქეს გაათავისუფლებს, ისრაელის ციხეს კი 150 პალესტინელი დატოვებს. ასევე, ამ პერიოდში საომარი მოქმედებები სრულად იქნება შეწყვეტილი, ხოლო ღაზას სექტორში დღეში ჰუმანიტარული ტვირთით სავსე დაახლოებით, 200 სატვირთო შევა.

შეთანხმების შესაბამისად, გაცვლა უკვე სამჯერ განხორციელდა. საერთო ჯამში, 7 ოქტომბერს ისრაელზე თავდასხმის დროს ექსტრემისტებმა 240-მდე მძევალი აიყვანეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S