Accentnews.ge
Bloomberg: აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ანკარაში ჩადის, რათა დაარწმუნოს თურქეთი, მხარი დაუჭიროს სანქციებს რუსეთისა და  „ჰამასის“ წინააღმდეგ

Bloomberg: აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ანკარაში ჩადის, რათა დაარწმუნოს თურქეთი, მხარი დაუჭიროს სანქციებს რუსეთისა და „ჰამასის“ წინააღმდეგ

26/11/2023 14:31:52 მსოფლიო

აშშ-ის ფინანსთა მინისტრის მოადგილე ფინანსური დაზვერვისა და კონტრტერორიზმის საკითხებში ბრაიან ნელსონი ეწვევა ანკარას, რათა დაარწმუნოს თურქეთი, მხარი დაუჭიროს სანქციებს რუსეთისა და პალესტინური დაჯგუფება „ჰამასის“ წინააღმდეგ. ეს უკანასკნელი ტერორისტულ ორგანიზაციად არის აღიარებული შეერთებული შტატების, ევროკავშირისა და მსოფლიოს სხვა ქვეყნების მიერ, – იუწყება Bloomberg წყაროებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, ადრე აშშ-ის მთავრობამ სანქციების სიებში შეიყვანა ის თურქული კომპანიები, რომლებიც, ამერიკული მხარის ცნობით, ფინანსურ მომსახურებას უწევდნენ პალესტინურ ჯგუფს და ასევე ეხმარებოდნენ რუსულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლაში.

"თურქეთი ჯერჯერობით მხარს არ უჭერს რუსეთის წინააღმდეგ სანქციებს, გარდა გაეროს მიერ დაწესებული სანქციებისა. ანკარა არ აღიარებს „ჰამასს“ ტერორისტულ ორგანიზაციად. ადრე თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ჯიჰადისტებს პალესტინელი ხალხის განთავისუფლებისთვის მებრძოლები უწოდა. ამიტომ გაუგებარია, რა შედეგი მოჰყვება ნელსონის მოლაპარაკებებს თურქეთის მთავრობასთან. ამავდროულად, ანკარა ვაშინგტონთან ურთიერთობის გაუმჯობესებას ცდილობს და ითხოვს აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის მხარდაჭერას F-16 გამანადგურებლების შეძენის საკითხში. თურქეთმა ასევე გადადგა გარკვეული ნაბიჯები დასავლეთის შეშფოთების შესამსუბუქებლად და წლის დასაწყისში აკრძალა ევროკავშირისა და აშშ-ის სანქციების ქვეშ მყოფი საქონლის ტრანზიტი რუსეთში, თუმცა ეს გადაწყვეტილება საჯაროდ არ გამოცხადებულა", – იტყობინება Bloomberg.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S