
კატარი: თავდაპირველად ისრაელი საბრძოლო მოქმედებების მცირე ხნით შეჩერებასაც კი არ განიხილავდა, ახლა ჩვენ იმედი გვაქვს და ვიმუშავებთ ცეცხლის ხანგრძლივი პერიოდით შეწყვეტაზე
23/11/2023 11:01:02 მსოფლიო
ისრაელსა და "ჰამასს" შორის შუამავალი კატარი აცხადებს, რომ იმუშავებს მხარეებს შორის ცეცხლის ხანგრძლივი პერიოდით შეწყვეტაზე.
„ჩვენი სამუშაო ჯერ არ დასრულებულა. კატარი კვლავ აპირებს, გააგრძელოს მხარეებთან მეტი საუბარი, დეესკალაციისა და ცეცხლის უფრო ხანგრძლივი პერიოდით შეწყვეტისათვის. თავდაპირველად ისრაელი საბრძოლო მოქმედებების მცირე ხნით შეჩერებასაც კი არ განიხილავდა. ამიტომ ჩვენ იმედი გვაქვს. ჩვენი ძალისხმევა არსებულ დონეზე არ შეჩერდება. ჩვენ ვაპირებთ, გავაგრძელოთ მუშაობა", განუცხადა CNN-ს კატარის წამყვანმა მომლაპარაკებელმა მოჰამედ ალ-ხულაიფიმ.
დღეს კატარმა განაცხადა, რომ საბრძოლო მოქმედებების შეჩერების დაწყების დრო უახლოეს საათებში გამოცხადდება.
ამავე თემაზე: რას ითვალისწინებს ისრაელსა და „ჰამასს“ შორის მიღწეული შეთანხმება.