
NATO დასავლეთ ბალკანეთში წარმოდგენილობის გაზრდას არ გამორიცხავს
20/11/2023 18:53:05 მსოფლიო
NATO დასავლეთ ბალკანეთში წარმოდგენილობის გაზრდას არ გამორიცხავს. შესაბამისი განცხადება ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გააკეთა.
”ჩვენ ახლა განვიხილავთ საკითხს, უნდა გვქონდეს თუ არა წარმოდგენილობის მუდმივი ზრდა, რათა უზრუნველვყოთ, რომ ვითარება არ გამოვიდეს კონტროლიდან და არ შეიქმნას ახალი ძალადობრივი კონფლიქტი კოსოვოში ან უფრო ფართო რეგიონში", – განუცხადა მან ჟურნალისტებს კოსოვოში ვიზიტის დროს.
KFOR-ის (NATO–ს დაქვემდებარებაში მყოფი საერთაშორისო ძალები) სამშვიდობო მისია კოსოვოში 1999 წლიდან მოქმედებს. ის ამჟამად მოიცავს 4500-ზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს 27 ქვეყნიდან.