Accentnews.ge
აშშ–ის საელჩო: მხარი დავუჭირეთ ამერიკელი ექსპერტების ტრენინგს საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებისთვის

აშშ–ის საელჩო: მხარი დავუჭირეთ ამერიკელი ექსპერტების ტრენინგს საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებისთვის

04/10/2023 13:05:29 პოლიტიკა, საზოგადოება

საქართველოში აშშ–ის საელჩოს ცნობით, ამერიკელმა ექსპერტებმა საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებს ტრენინგი ჩაუტარეს.

"გასულ კვირას, აშშ-ის საელჩოს ანტინარტკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურომ (INL) ფსიქოლოგთან, ჩრდილოეთ ნიუ ჯერსის საკონსულტაციო და მაშველთა გაძლიერების ცენტრების მფლობელთან, პროფესორ ანასტასია პაიტალთან და ფედერალური სამართალდამცავების ასოციაციის მხარდაჭერის სერვისების ფსიქიკური ჯანმრთელობის დირექტორ პროფესორ ჯინ კანოკოგისთან ერთად ჩაატარა ყოვლისმომცველი სასწავლო პროგრამა, რომელიც ორიენტირებული იყო სტრესის მართვასა და კომუნიკაციის ტექნიკაზე. ამ ტრენინგმა, რომელიც შედგენილი იყო საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის 112-ის ოპერატორებისთვის, მონაწილეებს შესძინა აუცილებელი უნარ-ჩვევები, რათა ეფექტურად გაუმკლავდნენ სტრესულ და მგრძნობიარე ზარებს, მათ შორის ფსიქიკური ჯანმრთელობისა და სუიციდის შემთხვევებს. პროგრამა რამდენიმე დღე მიმდინარეობდა და მოიცავდა თემების ფართო სპექტრს, რომელიც აუცილებელია ოპერატორებისთვის, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ გასაჭირში მყოფი ადამიანების დახმარებისათვის.

როგორ უნდა იმოქმედოს 112-ის ოპერატორმა განსაკუთრებით სტრესული და სენსიტიური ზარებისას? ამ რთულ მისიასთან გასამკლავებლად, მხარი დავუჭირეთ ამერიკელი ექსპერტების ტრენინგს საქართველოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის თანამშრომლებისთვის.112-ის ოპერატორები, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ საფრთხეში მყოფი ადამიანების დასახმარებლად, დაეუფლნენ ახალ უნარებს, რომელიც დაეხმარებათ წარმატებით გაართვან თავი რთულ ზარებს", – აღნიშნულია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S