
ზურაბიშვილი – გარეჯზე: "მე წამოვიწყე ეს საკითხი, შეიძლება, ამან გამოიწვია რაღაც შედეგები"
26/05/2019 20:37:14 ციტატა
„ვთვლი, რომ ეს არის ერთ-ერთი ჩვენი მთავარი მოვალეობა, რომ ამ ქვეყანას მივცეთ მისი სამუდამო საზღვრები, რის გარეშეც ჩვენ ბოლომდე დამკვიდრებული ტერიტორია არ გვექნება და ბოლომდე დამოუკიდებლობა გამყარებული არ იქნება. ასე რომ როგორც თქვენ, ჩემთვისაც ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი. მე წამოვიწყე ახლახანს ჩვენს ორ პარტნიორთან ეს საკითხი, შეიძლება, ამან გამოიწვია რაღაც შედეგები. მაგრამ მთავარი ის არის რომ კომისია ერთი დაწყებულია, მეორეც, ალბათ ახლო მომავალში და საჭიროა, რომ სწრაფად, ოღონდ ჩვენი ინტერესების დაცულობით მივაღწიოთ იმ შედეგს რომელსაც ჰქვია გამყარებული საქართველოს სამუდამო საზღვრები,“-განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა".
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავით–გარეჯზე საუბრობს.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021