
ლუკაშენკო: “მზად ვართ, საქართველოს რუსეთთან კარგი ურთიერთობების ფორმირებაში დავეხმაროთ”
02/03/2019 09:46:59 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა
«ბელარუსს საქართველოსთან არანაირი პრობლემა არ აქვს და მზადაა, მას რუსეთთან კარგი ურთიერთობების ფორმირებაში დაეხმაროს”, - ამის შესახებ ქვეყნის პრეზიდენტმა ალექსანდრე ლუკაშენკომ “საზოგადოებრივი მაუწყებლის” ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც ორი ქვეყნის ურთიერთობების ამჟამინდელ მდგომარეობასა და პერსპექტივებს ეხებოდა.
იხილეთ ასევე: ლუკაშენკო მედვედევთან აფხაზეთის შესახებ საუბარმა „განარისხა“
«ჩვენ თქვენთვის მეგობრული სახელმწიფო ვართ და არაჩვეულებრივი ურთიერთობა გვაქვს. საქართველოსთან ტვირთბრუნვა საერთოდ არ გქონდა, ახლა კი ეს ციფრი 87 მილიონს შეადგენს. ქვეყანა პატარაა, ბაზარი მცირეა, მაგრამ ჩვენი თანამშრომლობა ნულიდან დავიწყეთ. თქვენ ყველაფერი გჭირდებათ, რასაც კი ვაწარმოებთ. მე ვიყავი საქართველოში, ვნახე, როგორ ვითარდება ქვეყანა, დავინახე, რომ ჩვენს პროდუქციაზე უზარმაზარი მოთხოვნაა. საქართველოსთან არ გვაქვს პრობლემები, არც პოლიტიკური, არც ეკონომიკური. ჩვენ მზად ვართ, გამოვიყენოთ ჩვენი კეთილი ურთიერთობები საქართველოსა და რუსეთს შორის კარგი, კეთილი ურთიერთობების ფორმირებისთვის, რასაც, სხვათა შორის, ვაკეთებთ კიდეც», - აღნიშნა ლუკაშენკომ.
ცნობისთვის: ბელარუსის პრეზიდენტმა დღეს ჟურნალისტებთან, ექსპერტებთან და სახელმწიფო მოხელეებთან ერთად ყოველწლიური შეხვედრა “დიდი საუბარი პრეზიდენტთან” ჩაატარა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021