Accentnews.ge
"ვხედავთ, რიგ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები დუმან"

"ვხედავთ, რიგ ქვეყანაში როგორ უსწორდებიან დემონსტრანტებს, თუმცა საერთაშორისო ორგანიზაციები დუმან"

22/11/2019 06:32:30 კავკასია

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საერთაშორისო ორგანიზაციებს და დასავლეთის ქვეყნებს შერჩევით მიდგომაში ადანაშაულებს. კერძოდ, მისი თქმით, ისინი აზერბაიჯანში აქციების დაშლას მკაცრად აკრიტიკებენ, სხვა ქვეყნებთან მიმართებაში კი "ხმას არ იღებენ".

ალიევს არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გულისხმობდა, თუმცა აღნიშნნა, რომ მსგავსი ფაქტები ორმაგ სტანდარტებზე მიუთითებს და "როდესაც ვინმეს ადანაშაულებ, ამის მორალური უფლებაც უნდა გქონდეს".

„თითქმის ყოველდღე ვხედავთ ტელევიზიით, რომ ზოგიერთ განვითარებულ ქვეყანაში დემონსტრანტებს სცემენ, კლავენ, აზიანებენ, შლიან წყლით, გაზით, ჯოხებით და სასტიკად უსწორდებიან. აზერბაიჯანთან მიმართებაში, როდესაც რამე მცირე ეპიზოდი მოხდება, გარკვეული ქვეყნების ელჩები იწყებენ იმაზე საუბარს, რომ თითქოს ამაში დამნაშავე ჩვენი მთავრობაა“,-განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის: გუშინ აზერბაიჯანის სამთავრობო მედიამ საერთაშორისო ორგანიზაციები და დასავლეთის ქვეყნები თბილისში, რუსთაველზე აქციის დაშლაზე რეაქციისთვის გააკრიტიკა. 


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S