
თურქეთმა აზერბაიჯანს "ისლამური სახელმწიფოს" 29 მებრძოლი გადასცა
19/11/2019 12:19:48 კავკასია, სხვა, მსოფლიო
თურქეთმა აზერბაიჯანში „ისლამური სახელმწიფოს“ 29 მებრძოლის დეპორტაცია განახორციელა,- ამის შესახებ ადგილობრივი მედია წერს.
ამასთან, თირქეთის ხელისუფლებამ იმ ქვეყნების სია გაავრცელა, რომელთა მოქალაქეებიც ტერორიზმის ბრალდებით ჰყავს დაკავებული, მათ შორის საქართველო არ არის. კერძოდ, თურქეთის ხელისუფლების მიერ გავრცელებული „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლთა სიაში არიან რუსეთის 99, ყირგიზეთის 23, ტაჯიკეთის 21, გერმანიის 17, ყაზახეთის 10 და სხვა ქვეყნების მოქალაქეები.
შეგახსენებთ, რომ თურქეთმა „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლების სამშობლოში დეპორტაციის პროცესი დაიწყო.