
NATO-ს საზღვაო სარდლობის მეთაური: “ანაკლიის პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერებას"
28/02/2019 16:04:22 თვალსაზრისი, კომენტარი
NATO-ს გაერთიანებული საზღვაო სარდლობის მეთაურის, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის უფროსი საზღვაო მრჩევლის, სერ კლაივ ჯონსთოუნის შეფასებით, საქართველოში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის - ანაკლიის მშენებლობა ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებას, ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს.
როგორც კლაივ ჯონსთოუნმა "აქცენტთან" საუბრისას აღნიშნა, ზოგადად, ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა ნებისმიერი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია და ”ბრწყინვალეა, რომ საქართველო ინვესტიციას დებს ასეთ პროექტში”.
“ვფიქრობ, ეს ბრწყინვალე, ამბიციური ხედვაა. პორტმა შესაძლოა, ქვეყანას მოუტანოს ეკონომიკური სიძლიერე და სტაბილურობა, რაც მის უსაფრთხოებასაც გააძლიერებს, ხოლო ნებისმიერი რამ, რაც ხელს უწყობს ქვეყნის უსაფრთხოებას, კარგია” - აღნიშნა მან.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021