Accentnews.ge
"საქართველოში 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია"

"საქართველოში 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია"

23/05/2019 09:55:56 ციტატა

"რატომ ხართ იმაში დარწმუნებული, რომ ჩვენი აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის დაბრუნების გამო, მსოფლიო დაეტაკება რუსეთს?! არ იზამს ამას, არ არის სულელი და გიჟი, როგორც ჩვენი ბევრი პოლიტიკოსი საქართველოში. მათ შიზოფრენიას მე ვუყურებ 30 წელია. საქართველოში 10 პოლიტიკოსიდან 8 შიზოფრენიკია. 

მეზობელია რუსეთი, ამას ვერაფერს ვუშვებით. რუსეთი სახელმწიფოა, ჩვენ მოგვწონს თუ არა, მათ თავისი ინტერესები აქვთ, მუდმივი თუ ცვალებადი. რუსეთთან თანხვედრი ინტერესები უნდა მოვძებნოთ, ბევრი საკითხია, მაგალითად ნატო-თან მიმართებაში, არის ეკონომიკური საკითხები, ენერგორესურსებთან დაკავშირებული. ავდგეთ და ნატო დავუთმოთ, ასე არა. აი, თუ დავუთმეთ, მერე რას შვებიან?!

მმართველ პარტიას შტამპები აქვს თავში, იმ შტამპებს ვერ სცილდება. ერთი შტამპი ნატო-ში შესვლა აქვთ და ამის მეტს ვერაფერს ხედავენ, რა მდგომარეობაა ჩვენს ირგვლივ, მეორე შტამპი აქვს, რომ მათ ჰგონიათ, საერთაშორისო საზოგადოების მეშვეობით ეშველება ჩვენი ქვეყნის გამთლიანების საკითხს. საუბედუროდ, ცდებიან ამ ორივე საკითხში ჩვენი გამოჩენილი პოლიტიკოსები".

"პატრიოტთა ალიანსის" ერთ-ერთი ლიდერი ადა მარშანია.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S