Accentnews.ge
"პოზიტივის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა"

"პოზიტივის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა"

28/02/2019 09:30:31 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, "აკუმულირებული პოზიტივის მიუხედავად, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებში სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება საქართველო-ნატოს თანამშრომლობა, მათ შორის საქართველოს ტერიტორიაზე მასშტაბური სამხედრო წვრთნების ჩატარება". განცხადება ლავროვის უწყების ვებ–გვერდზე საქართველოს პრემიერ–მინისტრის სპეცწარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობების საკითხები და რუსეთის საგარეო საქმთა მინისტრის პირველი მოადგილის გრიგორი კარასინის შეხვედრასთან დაკავშირებით გამოქვეყნდა.

უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინმა ყურადღება გაამახვილა, რომ "ქართველი მაღალჩინოსნების მხრიდან ღიად არამეგობრული საჯარო გამოსვლები ნეგატიურ გავლენას ახდენს ორმხრივი ურთიერთქმედების ურთიერთსასარგებლო განვითარებაზე".

განცხადებისვე თნახმად, მხარეებმა კმაყოფილებით დაადასტურეს 2018 წელს სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში რუსეთ-საქართველოს ურთიერთქმედების პოზიტიური შედეგები.

„დაფიქსირებულია ტვირთბრუნვის ზრდა, რომელიც 25 პროცენტით გაიზარდა და 1.15 მილიარდი დოლარი შეადგინა. რუსეთი რჩება საქართველოს საგარეო ვაჭრობის მეორე პარტნიორად და ქართული ღვინის ყველაზე დიდ იმპორტიორად; მისი მოცულობის 2/3 რუსეთის ბაზარზე ხვდება. იზრდება რუსი ტურისტების რაოდენობა საქართველოში (1.4 მილიონი 2018 წელს). დინამიურად ვითარდება სატრანსპორტო მიმოსვლა. ტვირთბრუნვის გაზრდილი მოცულობის გათვალისწინებით, ორი ქვეყნის ხელისუფლება განიხილავს ნებართვების რაოდენობის გაზრდის შესაძლებლობას”, – აღნიშნულია განცხადებაში.

განცხადებისვე თანახმად, "შეხვედრაზე განხილულ იქნა რუსეთ-საქართველოს საბაჟო მონიტორინგის მექანიზმის შეთანხმების შესრულების პერსპექტივები. რუსულმა მხარემ დაადასტურა მზადყოფნა, რომ შეთანხმების რეალიზება სწრაფად დაიწყოს, პირობების მკაცრი შესრულებით".

მორიგი შეხვედრა 2019 წლის ზაფხულში გაიმართება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S