Accentnews.ge
ერევანი კიევის ბრალდებებს პასუხობს

ერევანი კიევის ბრალდებებს პასუხობს

13/11/2019 13:53:57 კავკასია, სხვა, მსოფლიო

ოფიციალური ერევანი კიევს პასუხობს და აცხადებს, რომ "სომხეთი კვლავინდებურად განუხრელად ემხრობა თავის საერთაშორისო ვალდებულებებს და არასოდეს უზღუდავს თავის მოქალაქეებს, გადაადგილების თავისუფლებას, რომელიც ადამიანის ერთ-ერთ ფუძემდებლურ უფლებას წარმოადგენს",- ასე უპასუხა სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა ანა ნაღდალიანმა ქვეყანაში უკრაინის საელჩოს განცხადებას.

"აუცილებლობის შემთხვევაში სომხეთის საგარეო საქმეთა სამინსტრო ქვეყნის მოქალაქეებს მგზავრობებთან დაკავშირებით უსაფრთხოების უზრუნველოფის მიზნით რჩევებს აძლევს",- დასძინა ნაღდალიანმა.

ცნობისთვის: 12 ნოემბერს სომხეთში უკრაინის საელჩომ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა სომხეთის მოქალაქეებს, "დაიცვან ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიტორიაზე მგზავრობისთვის დადგენილი წესი" და შეახსენა, რომ ამ წესის დარღვევისთვის უკრაინას გათვალისწინებული აქვს არა მარტო ადმინისტრაციული, არამედ სისხლის სამრთლის პასუხისმგებლობაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S