Accentnews.ge
იზორია საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობას მიესალმება

იზორია საქართველოში ამერიკული ბაზების არსებობას მიესალმება

23/05/2019 05:56:22 სხვა, პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა, თავდაცვა

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია პერსპექტივაში, საქართველოში ამერიკული სამხედრო ბაზების განთავსებას მიესალმება. ამ განცხადებით იზორია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის კომენტარს გამოეხმაურა. ზურაბიშვილმა “ამერიკის ხმასთან” საუბრისას აღნიშნა, რომ “არ ჰგონია, რეკომენდებული იყოს” საქართველოში ამერიკული ბაზების მშენებლობა. 

თავდაცვის მინისტრმა პრეზიდენტის პოზიციის შეფასებისგან თავი შეიკავა. 

ამასთან, ლევან იზორიამ, "ამერიკის ხმასთან" აშშ–ში ვიზიტი შეაფასა და განაცხადა, რომ სტრატეგიულ პარტნიორთან თანამშრომლობა მნიშვნელოვანი წარმატებებით მიმდინარეობს. 

თავდაცვის მინისტრის თქმით, მიმდინარე წლის ბოლოს, საქართველო-ამერიკას შორის სამწლიანი ჩარჩო ხელშეკრულება გაფორმდება, რაც სამხედრო სფეროში თანამშრომლობას კიდევ უფრო გააღრმავებს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S