Accentnews.ge
საქართველოს დღეს პირველად ეწვევა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

საქართველოს დღეს პირველად ეწვევა ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

23/05/2019 04:12:23 პოლიტიკა, საგარეო პოლიტიკა

საქართველოს პირველი ოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვევა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სახელმწიფო მრჩეველი და საგარეო საქმეთა მინისტრი ვან ი.

საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ქართველ კოლეგას შეხვდება. 

საქართველოს საგარეო პოლიტიკური უწყების პრეს–სამსახურის ინფორმაციით, ორი ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელთა შეხვედრაზე განიხილავენ ორმხრივი თანამშრომლობის საკითხების ფართო სპექტრს, მათ შორის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების მიმართულებით; ყურადღება გამახვილდება თანამშრომლობის განვითარებაზე „სარტყელისა და გზის“ გლობალური ინიციატივის ფარგლებში. შეხვედრაზე საუბარი შეეხება თანამშრომლობას საერთაშორისო ორგანიზაციების ფარგლებში.

დაგეგმილია შეხვედრები საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S