Accentnews.ge
Forbes-ის ახალი რეიტინგი – მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეები

Forbes-ის ახალი რეიტინგი – მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეები

05/04/2023 14:50:52 ეს საინტერესოა

ამერიკულმა Forbes-მა მსოფლიოს უმდიდრესი მეწარმეების უახლესი რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც მსოფლიოს 190-მდე ქვეყნის 2 500 მილიარდერს აერთიანებს.

გლობალურ რეიტინგში ტრადიციულად ტექნოლოგიური ინდუსტრიის წარმომადგენლები დომინირებენ. კერძოდ, 2023 წლის რეიტინგის სათავეში მოხვდა უმსხვილესი კონგლომერატის, LVMH-ის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი ბერნარ არნოა, რომლის ქონებაც 211 მილიარდ დოლარს შეადგენს. მეორე პოზიციას იკავებს Tesla-ს, SpaceX-ისა და Twitter-ის ხელმძღვანელი ილონ მასკი. მისი ქონება დაახლოებით 180 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. მას მოდევს ელექტრონული კომერციის გიგანტის – Amazon-ის დამფუძნებელი ჯეფ ბეზოსი თავისი $114–მილიარდიანი ქონებით.

  • რაც შეეხება შემდეგ პოზიციებს, ასე გამოიყურება:
  • ლარი ელისონი - $107 მლრდ | Oracle
  • უორენ ბაფეტი - $106 მლრდ | Berkshire Hathaway
  • ბილ გეიტსი - $104 მლრდ | Microsoft
  • მაიკლ ბლუმბერგი - $94.5 მლრდ | Bloomberg
  • კარლოს სლიმი - $93 მლრდ | América Móvil
  • მუკეშ ამბანი - $83.4 მლრდ | Reliance Industries
  • სტივ ბალმერი - $80.7 მლრდ | Microsoft

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S