
აჭარაში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა
28/03/2023 18:09:53 რეგიონები, საზოგადოება
აჭარაში ძლიერ ქარს მსხვერპლი მოჰყვა. კერძოდ, ქობულეთში ძლიერმა ქარმა ხე წააქცია, რომელიც მსუბუქ ავტომობილს დაეცა. მიღებული დაზიანებების შედეგად 40 წლამდე კაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადას მისვლამდე დაიღუპა.
სამი ადამიანი დაშავდა ბათუმში, სადაც ძლიერი ქარია. დაშავებულთაგან ერთი მოზარდია. ისინი კლინიკაში გადაიყვანე.
მერიის ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა ქალაქის ტერიტორიაზე რამდენიმე ხე მოგლიჯა, ასევე ბათუმისა და მახინჯაურის დამაკავშირებელ ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობა შეფერხებულია, აღნიშნულ მონაკვეთზე ელექტროგადამცემი ბოძები არის დაზიანებული.რამდენიმე მისამართზე სახურავების გადახდის ფაქტებიც დაფიქსირდა. ძლიერი ქარის გამო ბათუმის მთავარ სტადიონთან პარკინგზე ავტომობილებიც დაზიანდა. მანქანებს რკინის კონსტრუქცია დაეცა.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021