Accentnews.ge
„რუსეთიდან დამატებითი გაზი არ გვჭირდება“: სი ძინპინმა ხელი არ მოაწერა პუტინის პროექტს

„რუსეთიდან დამატებითი გაზი არ გვჭირდება“: სი ძინპინმა ხელი არ მოაწერა პუტინის პროექტს

22/03/2023 14:44:13 ეს საინტერესოა

ჩინეთის პრეზიდენტის სი ძინპინის პომპეზურად ორგანიზებული ვიზიტი მოსკოვში იმ საკვანძო გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა, რომელსაც კრემლი წლების განმავლობაში ელოდა,– იუწყება რუსული გამოცემა „Moscow Times“

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმiრ პუტინმა სი ძინპინს "ძვირფასი მეგობარი" უწოდა და ჩინურად ლაპარაკობდა მის ჯანმრთელობაზე, ჩინურმა დელეგაცია ხელი არ მოაწერა ახალ კონტრაქტს რუსული გაზის შესაძენის და „Сила Сибири-2“–ს აშენების თაობაზე.

აშშ-ის ენერგეტიკული პოლიტიკის კვლევის ფონდის უფროსი ანალიტიკოსის ბატ ოჯერელის თქმით, პუტინმა ჩინეთს შესთავაზა მილსადენით გაზის მიწოდების ექვსჯერ გაზრდა 2030 წლისთვის. მაგრამ სის მთავრობა არ აპირებს ევროპის შეცდომის გამეორებას, გახადოს ქვეყანა რუსეთზე ზედმეტად დამოკიდებული, მით უფრო, რომ გაზის გაყიდვის მსურველი საკმარისზე მეტია - ყატარი, შეერთებული შტატები, ავსტრალია, თურქმენეთი“.

„ჩინეთს შეუძლია, განუსაზღვრელი ვადით დაელოდოს, ვიდრე რუსეთი ძალიან სასიამოვნო შეთავაზებას გააკეთებს. [მას] არ სჭირდება დამატებითი გაზი რუსეთიდან, განსაკუთრებით ეკონომიკური სტაგნაციის შემდეგ, რაც გამოწვეული იყო [შარშანდელი] მასიური კარანტინებით“,– თქვა მან „ბლუმბერგთან“.

პროექტი „Сила Сибири-2“, რომლის სიმძლავრეა 50 მილიარდი კუბური მეტრია წელიწადში, "პრაქტიკულად" შეთანხმებულია ყველა ასპექტში, თქვა პუტინმა სამშაბათს: "რუსულ ბიზნესს შეუძლია, დააკმაყოფილოს ჩინეთის ეკონომიკის მზარდი მოთხოვნა ენერგიაზე. "

2022 წელს „გაზპრომმა“ ჩინეთს 15,5 მილიარდი კუბური მეტრი გაზი მიაწოდა „Сила Сибири-1“ -ის მეშვეობით (2025 წლისთვის გაზსადენმა უნდა მიაღწიოს დაგეგმილ სიმძლავრეს – 38 მილიარდ კუბურ მეტრს წელიწადში). პუტინის თქმით, „2030 წლისთვის გაზის მიწოდების მთლიანი მოცულობა იქნება მინიმუმ 98 მილიარდი კუბური მეტრი, პლუს 100 მილიონი ტონა თხევადი ბუნებრივი აირი“.

მაგრამ ერთობლივი საბოლოო განცხადება „Сила Сибири-2“–სა და დამატებითი გაზის მიწოდების თაობაზე არაფერს ამბობს. ისევე როგორც ნებისმიერი სხვა კონკრეტული ეკონომიკური შეთანხმება. სი ძინპინსაც არაფერი უთქვამს ამ თემაზე.

კრემლის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში პირველი პუნქტია „მასშტაბის გაზრდა და ვაჭრობის სტრუქტურის ოპტიმიზაცია, მათ შორის ინოვაციური ინსტრუმენტების განვითარების გზით“. ენერგეტიკა შვიდიდან მხოლოდ მეოთხე პუნქტშია ნახსენები და ისიც ზოგადი წინადადებით: „ყოვლისმომცველი პარტნიორობის გაძლიერება <...> სტრატეგიული პროექტების განხორციელების ხელშეწყობა“.

ვიზიტის დროს მხარეების მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების სია "საკმაოდ თხელი ჩანს", - თქვა ალექსანდრე გაბუევმა, კარნეგის ფონდის უფროსმა თანამშრომელმა: ”ძირითადად ეს არის მთავრობათაშორისი შეთანხმებები, მემორანდუმები, არაფერი მსხვილი, მათ შორის „Сила Сибири“ იქ არ არის”, - განუცხადა მან The Bell-ს.

ქვეყნის ვიცე-პრემიერი ალექსანდრე ნოვაკი ცდილობდა, საზოგადოება დაერწმუნებინა, რომ გაზსადენის თაობაზე ხელშეკრულებას მალე მოეწერება ხელი. ამასთან, მისი სირტვებიდან გამომდინარეობს, რომ პროექტის პარამეტრები ჯერ არ არის შეთანხმებული, თუმცა სხვა რამეს ამტკიცებდა პუტინი: „კომპანიებს მიეცათ ინსტრუქცია, რომ დეტალურად შეიმუშაონ პროექტის დეტალები და ხელი მოაწერონ მას რაც შეიძლება მალე. მიეცათ მითითებები პირობებზე შეთანხმების უზრუნველსაყოფად. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება წელს“.

გამოცემა აღნიშნავს, რომ მოსკოვი სასოწარკვეთილად ცდილობს, აღმოსავლეთით გადაიტანოს გაზის ის მოცულობა, რომლითაც „გაზპრომი“ უმამდე ამარაგებდა ევროპას. 2021 წელს მისმა ექსპორტმა ევროკავშირში 155 მილიარდი კუბური მეტრი შეადგინა. „გაზპრომის“ ექსპორტის 80% ევროპაზე მოდიოდა. მაგრამ 2022 წელს რუსული გაზის მთლიანი ექსპორტი დსთ-ს არაწევრ ქვეყნებში 46%-ით დაეცა და 100,9 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენდა, ევროპაში მიწოდება ნახევარზე მეტით შემცირდა. ევროკავშირმა პირობა დადო, რომ 2027 წლისთვის მთლიანად შეწყვეტს ყიდვას რუსეთისგან.

„გაზპრომს“არ გაუმჟღავნებია გაზის ექსპორტის საკუთარი პროგნოზი მიმდინარე წლისთვის, მაგრამ ანალიტიკოსების აზრით, ევროპასა და თურქეთში მიწოდება წელს შესაძლოა საბჭოთა ეპოქის მაჩვენებლამდე დაეცეს 50-65 მილიარდი კუბური მეტრით და კომპანია დაკარგავს საექსპორტო შემოსავლის ნახევარს, რასაც გასულ წელს მხარი გაზის მაღალმა ფასებმა დაუჭირა, – წერს Reuters. სააგენტოს გაზპრომთან დაახლოებულმა წყარომ განუცხადა:

„გაზპრომს“ ექსპორტთან დაკავშირებით კატასტროფული მდგომარეობა აქვს“.

მაშინაც კი, თუ რუსეთი შეთანხმდება ჩინეთთან „Сила Сибири 2“– ის მშენებლობას, ამ პროექტისგან გარკვეული სარგებლის მიღების ლოდინი მაინც ძალიან დიდხანს მოუწევს. „Сила Сибири 1“ ხუთი წლის განმავლობაში შენდებოდა, „Сила Сибири 2“–ს სიგრძე - 2 სამჯერ მეტია.

მოსკოვში შეხვედრის მიზანი ჩინეთისთვის არ იყო „კონკრეტული გაზის გარიგება და არც კონკრეტულად უკრაინის ომის საკითხი“,– თვლის ალექსანდრე კოროლევი ახალი სამხრეთ უელსის უნივერსიტეტიდან, ავტორი წიგნისა "ჩინეთისა და რუსეთის სტრატეგიული ალიანსი საერთაშორისო პოლიტიკაში": "მიზანი არის ალიანსის გაძლიერება აშშ-ჩინეთის ურთიერთობების გაუარესების კონტექსტში".

იხილეთ ასევე: „ჩინეთის კოლონია ვხდებით“: სი ძინპინი მოსკოვში და მოლოდინები

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S