Accentnews.ge
სპეცრაზმი კვლავ შლის მორიგ ჯერზე შეკრებილ დემონსტრანტებს რუსთაველზე

სპეცრაზმი კვლავ შლის მორიგ ჯერზე შეკრებილ დემონსტრანტებს რუსთაველზე

08/03/2023 22:40:12 საზოგადოება

რუსთაველის გამზირზე სპეცდანიშნულების რაზმები ისევ შლიან ცრემლსადენი აირის და წყლის ჭავლის გამოყენებით კვლავ შეკრებილ დემონსტრანტებს აქციას - ამჯერად სიტყვიერი გაფრთხილების ნაცვლად აქციის დაშლას წინ უსწრებდა სირენების ხმით გაფრთხილება. დემონსტრანტები ამ ხმაზე ცეკვავდნენ, ნაწილი კი ცდილობდა „რობოკოპებისთვის“ აეხსნათ, რომ არ უნდა გამოეყენებინა ძალა მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ.

დამარტოხელებულ პირებს სპეცრაზმი აკავებს. ძალოვანები იყენებენ ხელკეტებსაც. ამ დროისთვის უცნობია დაკავებულთა ზუსტი რაოდენობა.

აქციის ადგილას შეფერხებით მუშაობს ინტერნეტი და ცრემლსადენი აირის მაღალი კონცენტრაციის გამო გართულებულია ხილვადობაც.

ადგილზე არიან დაშავებულებიც. მოქალაქეები და ჟურნალისტები მიუთითებენ სამედიცინო დახმარების დეფიციტზე.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S