
პირველი "ლეოპარდ-2"-ები უკვე უკრაინაშია
24/02/2023 12:20:31 ევროპა
პირველი ტანკები "Leopard 2" უკვე უკრაინაშია. კიევს ისინი პოლონეთმა გადასცა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლონეთის თავდაცვის მინისტრმა მარიუშ ბლაშაკმა და პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ აცნობეს.
"პრემიერი მორავეცკი დღეს კიევშია - ჩვენი "ლეოპარდები" ჩაიტანა", - განაცხადა დუდამ.
ამავდროულად, პოლონეთში უკრაინელთა მომზადება გრძელდება ტანკების სამართავად, - აღნიშნა, თავის მხრივ, ბლაშაკმა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პოლონეთი უკრაინისთვის 14 ერთეული "Leopard 2"-ის გადაცემას გეგმავდა.
სულ კი ვარშავას კიევისთვის ომის ერთი წლის განმავლობაში 250-მდე სხვადასხვა ტიპის ტანკი აქვს გადაცემული.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
February
2021
S
M
T
W
T
F
S