Accentnews.ge
ვახტანგ გომელაური - NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა

ვახტანგ გომელაური - NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა

21/02/2023 13:02:55 სამართალი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა, პარლამენტში, „მინისტრის საათის“ ფორმატში მოხსენებით გამოსვლისას, სანაპირო დაცვის მიმართულებით გასული წლის მიღწეულ შედეგებზეც ისაუბრა.

მისი განცხადებით, NATO-მ საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა.

„ვსაუბრობ სასაზღვრო პოლიციის მიერ განხორციელებულ რეფორმაზე და აქვე მინდა შევეხო 2022 წლის უმნიშვნელოვანეს მიღწევას. სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის კანონაღსრულების ტაქტიკურმა ქვედანაყოფებმა წარმატებით დაასრულეს NATO-ს ოთხდონიანი შეფასება. ჩრდილოატლანტიკურმა საბჭომ საქართველოსთვის ხმელთაშუა ზღვაში მიმდინარე ოპერაციის - „ზღვის მცველის“ ოპერაციული პარტნიორის მინიჭებასთან დაკავშირებით დადებითი გადაწყვეტილება მიიღო. მან საქართველო ოპერაციულ პარტნიორად აღიარა. ეს გადაწყვეტილება ასევე წარმოადგენს NATO-ს საზღვაო ძალების სარდლობასა და სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვას შორის პრაქტიკული თანამშრომლობის გაღრმავების ახალი ეტაპის დასაწყისს“, -განაცხადა ვახტანგ გომელაურმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S