Accentnews.ge
ევროპარლანეტმა სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციეიბის დაწესების თაობაზე შესწორებასთან ერთად  მიიღო

ევროპარლანეტმა სააკაშვილის შესახებ რეზოლუცია ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციეიბის დაწესების თაობაზე შესწორებასთან ერთად  მიიღო

15/02/2023 14:34:32 პოლიტიკა

ევროპარლამენტმა საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გარშემო შექმნილ სიტუაციასთან დაკავშირებით რეზოლუცია 577 ხმით 33-ის წინააღმდეგ დაამტიკიცა.

ევროდეპუტატები ხელისუფლებას მოუწოდებენ, გაათავისუფლოს მესამე პრეზიდენტი და გაუშვას უცხოეთში სამკურნალოდ.

ისინი მოუწოდებენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, შეიწყალოს სააკაშვილი. დოკუმენტის თანახმად, ეს აუცილებელია, რათა "ევროპული რეფორმების ჩატარება კვლავ გახდეს პოლიტიკური დღის წესრიგის მთავარი თემა".

ევროდეპუტატები ხელისუფლებას შეახსენებენ, რომ სააკაშვილთან “მოპყრობა ლაკმუსის ტესტია იმის შესამოწმებლად, თუ რამდენად ერთგულია საქართველოს ხელისუფლება ევროპული ღირებულებების და ევროპისკენ მის მიერ გაცხადებული სწრაფვის, მათ შორის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების”.

ამავე რეზოლუციას დაემატა შესწორება. მასში ევროპარლამენტარები ბოლო სამი თვის განმავლობაში უკვე მეორედ, უწოდებენ ეს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილს "ოლიგარქს" და ითხოვენ მისთვის სანქციების დაწესებას. შესწორება მიღებულია 362 ხმით 121-ის წინააღმდეგ.

რეზოლუციისთვის ევროპარლამენტის პოლიტიკურმა ჯგუფებმა 5 სამუშაო დოკუმენტი წარადგინეს, რომელთაგან 2 დოკუმენტში ექს–პრემიერ ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას მოითხოვდნენ. ერთი შესწორების ავტორი არის "ევროპის სახალხო პარტია" (EPP), მეორე კი "ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმისტების ჯგუფის" წარდგენილია.

"ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის ფუნდამენტურ როლს მიხეილ სააკაშვილის მიმდინარე პატიმრობაში, როგორც მისი პირადი ვენდეტის ნაწილს. კიდევ ერთხელ მოუწოდებს საბჭოს და დემოკრატიულ პარტნიორებს, განიხილონ ივანიშვილისთვის პირადი სანქციების დაწესება საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში მისი როლის გამო. მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლებამოსილება ამ საკითხის გადასაჭრელად", - აღნიშნულია EPP-ს შესწორებაში.

მსგავსი რეზოლუცია, რომელშიც ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებდა ბრიუსელს ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებისკენ, ევროპის პარლამენტმა 2022 წლის 14 დეკემბერსაც დაამტკიცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S