Accentnews.ge
ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა

ზელენსკი ბრიტანეთში ჩავიდა

08/02/2023 11:49:54 ევროპა

დიდი ბრიტანეთის სამეფო საჰაერო ძალების სატრანსპორტო თვითმფრინავი C-17, რომელსაც სავარაუდოდ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გადაჰყავდა, ლონდონის ჩრდილოეთით მდებარე სტენსტედის აეროპორტში დაეშვა.

ზელენსკის აეროპორტში ქვეყნის პრემიერ–მინისტრი დახვდა. Telegraph-ის ინფორმაციით, დღეს პრემიერი სუნაკი კიევისთვის შორი მანძილის იარაღის გადაცემასა და უკრაინული ძალებისთვის წვრთნების გაფართოებულ პროგრამას გამოაცხადებს.

როგორც იუწყებიან, უკრაინის ლიდერი ინახულებს უკრაინელ სამხედროებს, რომლებიც წვრთნებს ბრიტანეთში გადიან. ამასთან, იუწყებიან, რომ უკრაინის პრეზიდენტს ბრიტანეთის მეფე ჩარლზ III ბუკინგემის სასახლეში უმასპინძლებს.

Telegraph-ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი ბრიტანეთის პარლამენტს მიმართავს, შემდეგ კი ბრიუსელში გაემგზავრება.

2022 წლის 24 თებერვლის შემდეგ ზელენსკი პირველად სტუმრობს დიდ ბრიტანეთს. ეს მისი მეორე საერთაშორისო ვიზიტია მას შემდეგ, რაც რუსეთმა უკრაინაში ომი გააჩაღა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S