Accentnews.ge
იბნ ბაზის შვილიშვილმა რამზან კადიროვის შემდეგ სამიზნეში მამამისი ამოიღო

იბნ ბაზის შვილიშვილმა რამზან კადიროვის შემდეგ სამიზნეში მამამისი ამოიღო

31/10/2019 12:31:24 კავკასია

საუდის არაბეთის აწ გარდაცვლილი მუფტის შვილიშვილმა სალეხ იბნ ბაზმა ჩეჩნეთის რესპუბლიკა "იჩქერიის" ლიდერ რამზან კადიროვის რეპუტაციას მორიგი დარტყმა მიაყენა. დღეს მან გამოაქვეყნა რამზანის მამის - ახმატ კადიროვის ფოტო, რომელზეც ეს უკანასკნელი ბაბუამისთან - შეიხ აბდელ - აზიზ იბნ ბაზთან, ასევე "იჩქერიის" ექს-პრეზიდენტ ასლან მასხადოვთან ერთად სადილის დროსაა გადაღებული. ფოტო სავარაუდოდ, 1990-იანი წლების ბოლოს ესკუთვნის, რდესაც მასხადოვმა კადიროვის თანხლებით მექაში ხაჯი შეასრულა. თანდართულ კომენტარში სალეხ იბნ ბაზი ალაჰისგან მოწყალებას ითხოვს "ამ ორისთვის" [იგულისხმებიან ასლან მასხადოვი და შეიხ იბნ ბაზი], მაგრამ არა ახმატ კადიროვისთვის. 

ეს მასხადოვის პირველი ფოტო არ არის, რომელსაც სალეხი თავის გვერდზე ქვეყნებს. წინა ფოტოები მან თავის გვერდზე 23 ოქტომბერს გამოდო. 


ახმატ კადიროვი იჩქერიის მუფტის თანამდებობაზე ყოფნისას პრეზიდენტ მასხადოვს საუდის არაბეთში მგზავრობისას ორჯერ ახლდა თან, ერთ-ერთი მსგავსი ვოიაჟიზას ისინი აბდელ-აზიზ იბნ ბაზს სტუმრობდნენ, რომელიც იმ დროიდან 1999 წელს გარდაცვალებამდე სამეფოს უზენაესი მუფტი გახლდათ. მოგვაინებით ახმატ კადიროვისა და ასლან მასხადოვის გზები გაიყო: ჩეჩნეთის მეორე ომის დროს კადიროვმა რუსეთის მხარე დაიკავა, მასხადოვი კი დამოუკიდებლობის იდეების ერთგული დარჩა. 

გამოქვეყნებული ფოტოს პარადოქსი იმაში მდგომარეობს, რომ იბნ ბაზი ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ვაჰაბიტ შეიხად ითვლება, და ზოგიერთი თვლის, რომ უფროსი კადიროვი მასხადოვს ჩეჩენი ვაჰაბიტების მიმართ მომრიგებელი პოზიციის გამო დაშორდა. სახელ იბნ ბაზსა და რამზან კადიროვს შორის კონფლიქტი ოქტომბრის შუა რიცხვებში დაიწყო. მაშინ სალეხმა ჩეჩნეთის რესპუბლიკის კრემლის მიერ ხელდასმულ ლიდერს მატყუარა უწოდა იმის გამო, რომ ეს უკანასკნელი "ვაჰაბიტებს" წინასწარმეტყველ მუჰამადის თანამედროვეების მკვლელობაში ადანაშაულებდა, მიუხედავად იმისა, რომ როგორც საყოველთაოდ ცნობილია, იბნ აბდელ ვაჰაბი მე-18 საუკუნეში მოღვაწეობდა, ხოლო წინასწარმეტყველი მე-7-ში. მასთან დაკავშირებით სახელმა კადიროვი გამოიწვია და მოსთხოვა, მუდამად იბნ აბდელ - ვაჰაბის სწავლების მცდარობა დაამტკიცოს. კადიროვის სახელით დებატებში მისი მრჩეველი ადამ შახიდოვი ჩაერთო, თუმცა დავა წააგო და ვერ დაასახელა განსხვავებები ე.წ. ვაჰაბისა და მუჰამადის მოწოდებებს შორის. ამის ნაცვლად შახიდოვმა სალეხი ჩეჩნეთში მიიწვია, თუმცა ამ უკანასკნელმა უარი თქვა და განაცხადა, რომ სძულს კადიროვი და ვერ დაჯდება იმ ადამიანის გვერდში, რომელმაც "მოკავშირედ მუსლიმების მკვლელი პუტინი დაიყენა". ამასთან სალეხმა დასძინა ისიც, რომ კადიროვზე და მასთან დაკავშირებულ სასულიერო პირებზე შეგროვებული აქვს კომპრომატი - ისლამის თემაზე მათი რეზონანული გამოსვლების ვიდეო-კადრები. 

ყველაზე დიდი რეზონანსი გამოიწვია ვიდეომ, რომელმაც აიძულა იბნ ბაზი, კადიროვის მხრიდან ერთღმერთიანობისადმი ერთგულებაში დაეჭვებულიყო. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S