Accentnews.ge
Instagram–ის 49 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ღია წვდომაში აღმოჩნდა

Instagram–ის 49 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ღია წვდომაში აღმოჩნდა

22/05/2019 08:05:12 სხვა, ეს საინტერესოა

Instagram–ის 49 მილიონი მომხმარებლის მონაცემები ინტერნეტში მონაცემთან ღია ბაზაშია აღმოჩენილი,– იუწყება TechCrunch. 

გამოცემის ინფორმაციით, საუბარია სააღრიცხვო ჩანაწერებზე ხელმომწერთა დიდი რაოდენობით, რომლის გვერდებზეც რეკლამა თავსდებოდა. მათ შორის არის ცნობადი სახეების, პოპულარული ბლოგერებისა და ბრენდების აქაუნთები.   

ამ მომხმარებლების მონაცემები Instagram–ში რეკლამის გაყიდვით დაკავებული ინდური კომპანიის ბაზაში აღმოჩნდა, რომლის თანამშრომლები მომხმარებელთა შესახებ ინფორმაციას ქსელში ისე ინახავდნენ, რომ Amazon Web Services–ში სააღრიცხვო ჩანაწერისთვის პაროლი არ შეუქმნიათ. ყოველი აქაუნთის აღწერას მასზე რეკლამის განთავსების საფასური ერთვოდა თავს.

ღია წვდომაში მოხვედრის მონაცემებს შორისაა როგორც საჯარო ინფორმაცია (ხელმომწერთა რაოდენობა, ვერიფიკაცია, აქაუნთის მფლობელის საცხოვრებელი ქვეყანა), ისე პირადი მონაცემები (ელექტრონული მისამართები და სატელეფონო ნომრები).

TechCrunch–ში ირწმუნებიან, რომ მათი მიმართვის შემდეგ ხსენებული ინფორმაციის განმათავსებელმა კომპანიამ მონაცემთა ბაზასთან წვდომა დახურა. 

ცნობისთვის: აპრილში კომპანია Facebook–ის აქციონერებმა, რომელსაც Instagram–ი ეკუთვნის, მმართველი საბჭოს ხელმძღვანელ მარკ ცუკერბერგს გადადგომისკენ მოუწოდეს. მათი აზრით, Facebook–ის აქციები ბირჟაზე, მათ შორის, სოცქსელის მომხმარებელთა პირადი მონაცემების გაჟონვასთან დაკავშირებული სკანდალების გამო გაუფასურდა. 

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S