Accentnews.ge
უკრაინაში ჰუმანიტარული მისიისას ორი ბრიტანელი მოხალისე დაიღუპა

უკრაინაში ჰუმანიტარული მისიისას ორი ბრიტანელი მოხალისე დაიღუპა

25/01/2023 06:19:15 ევროპა

დადასტურდა, რომ ბრიტანელი მოხალისეები კრის პერი და ენდრიუ ბეგშოუ დაიღუპნენ აღმოსავლეთ უკრაინაში ჰუმანიტარული ევაკუაციის მცდელობის დროს.

„დიდი მწუხარებით უნდა გამოვაცხადოთ, რომ ჩვენი საყვარელი კრისი თავის კოლეგასთან, ენდრიუ ბეგშოუსთან ერთად მოკლეს, როდესაც ევაკუაციას ცდილობდნენ სოლედარიდან, აღმოსავლეთ უკრაინაში“, - ნათქვამია ოჯახის განცხადებაში.

განცხადება გაავრცელა გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა სამინისტრომაც: ”ჩვენ ძალიან ვამაყობთ მისით, თავდაუზოგავმა გადაწყვეტილების გამო, დახმარებოდა მოხუცებს, ახალგაზრდებს და გაჭირვებულებს“.

იანვრის დასაწყისში რუსულმა არაფორმალურმა სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერმა“ განაცხადა, რომ მისმა სამხედროებმა იპოვეს ერთ-ერთი მუშაკის ცხედარი, რომელიც, სავარაუდოდ, დაკარგული იყო აღმოსავლეთ უკრაინაში. ორი ბრიტანელის სიკვდილის სხვა გარემოები არ არის ცნობილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S