
ნორვეგიაში უკრაინისთვის Leopard–ების მიწოდებას განიხილავენ – მედია
23/01/2023 12:52:55 ევროპა
ნორვეგიაში საგარეო საქმეთა და თავდაცვის კომიტეტების დახურულ შეხვედრა გაიმართება, რომელიც მიეძღვნება უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაწევის საკითხს,– იტყობინება ადგილობრივი გამოცემა Dagbladet.
შეხვედრას, რომელიც ქვეყნის პარლამენტში 23 იანვარს, საღამოს გაიმართება, 20 პოლიტიკოსი დაესწრება.
ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ შეხვედრა მიეძღვნება უკრაინის ტანკებით დახმარებას გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადების შემდეგ, რომ ბერლინი წინააღმდეგი არ იქნება, თუ პოლონეთი თავის „ლეოპარდის“ ტანკებს მიაწვდის უკრაინას.
როგორც აღინიშნა, ეს შემობრუნება ახალ შესაძლებლობებს უქმნის ნორვეგიას, რომელსაც ასევე აქვს გერმანული „ლეოპარდები“.
კომიტეტების გაფართოებულ სხდომაზე უნდა გადაწყვიტონ, სთხოვონ თუ არა ბერლინს ნებართვა რეექსპორტისთვის.
გერმანიაში, რამშტაინის ბაზაზე უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრას ნორვეგიის თავდაცვის მინისტრი ბიორნ არილდ გრამიც ესწრებოდა. ნორვეგია ერთ-ერთია იმ რამდენიმე ევროპულ ქვეყანას შორის, რომელსაც აქვს „ლეოპარდის“ ტანკები, თუმცა დაპირება საჯაროდ არ გაუჟღერებია.
"მე კომენტარს არ ვაკეთებ მომავალ მიწოდებაზე. მაგრამ უკრაინას ნამდვილად სჭირდება ბევრი იარაღი და ტანკები არის ის, რაც მათ სჭირდებათ", - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის შემდეგ.
როგორც მედია აღნიშნავს, ნორვეგიას არ აქვს ტანკების დიდი მარაგი: ამჟამად დაახლოებით 30 ლეოპარდ 2 A4NO ტანკი მუშაობს, დანარჩენი კი რეზერვში ინახება. ბოლო ერთი წლის განმავლობაში ნორვეგიის მთავრობაში საუბრობდნენ ამ ტანკების კორეული K2-ებით შესაძლო ჩანაცვლებაზე.
როგორც ცნობილია, პოლონეთმა მიმართა გერმანიას „ლეოპარდის“ ტანკების უკრაინაში გაგზავნის ნებართვის მისაღებად.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021