
ბენ უოლესი: „პრეზიდენტი პუტინი ცდება"
19/01/2023 15:31:09 ევროპა
გაერთიანებული სამეფო უკრაინას Brimstone-ის 600 რაკეტას გადასცემს,–ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის მინისტრმა ბენ უოლესმა ესტონეთში პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„თუ პრეზიდენტი პუტინი ფსონს იმაზე დებს, რომ ჩვენ დავიღლებით, ის ცდება“,- განაცხადა Sky News–ის ცნობით, ბრიტანელმა მინისტრმა.
ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინისთვის მხარდაჭერა გაგრძელდება როგორც მიმდინარე წელს, ისე მომავალ წელსაც.
მისი თქმით, ბრიტანეთი ამას გრძელვადიან პერსპექტივაში გააკეთებს.
მან ამასთან მოუწოდა რუსეთს დატოვოს უკრაინის ტერიტორია.
„ჩვენ არსად ვქრებით, ბატონო პუტინ. ჩვენ ამ პროცესში ხანგრძლივად ვართ. ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. თქვენი ანგარიში უნდა შეცვალოთ, ცვლილება უნდა შეიტანოთ, უკრაინიდან უნდა წახვიდეთ“,- განაცხადა უოლესმა.
მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რუსეთს ესმოდეს, რომ ის საბოლო ჯამში გაგდებული იქნება უკრაინიდან, უკრაინის სუვერენიტეტი კი აღდგება.
ახალი ამბები
ახალი ამბები
შემოგვიერთდით
2021