Accentnews.ge
აშშ განიხილავს უკრაინის დახმარებას ყირიმზე დარტყმებისთვის – NYT

აშშ განიხილავს უკრაინის დახმარებას ყირიმზე დარტყმებისთვის – NYT

19/01/2023 08:26:48 ევროპა

აშშ-ს პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მოწოდებულია, იფიქროს, რომ უკრაინელმა სამხედროებმა უნდა შეძლონ, დარტყმები განახორციელონ რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის ტერიტორიაზე და უზრუნველყოს საკუთარი თავისთვის უკეთესი პოზიცია მომავალ მოლაპარაკებებში,– ამის შესახებ The New York Times წყაროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსეთის შეჭრის დაწყებიდან ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მკაცრი პოზიცია დაიკავეს და უარი თქვეს კიევისთვის იარაღის მიწოდებაზე ნახევარკუნძულზე დარტყმისთვის, კონფლიქტის ესკალაციის შიშით. ახლა კი, გამოცემის წყაროების თანახმად, ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინელ ოფიციალურ პირებთან დისკუსიის შემდეგ, „იხრება იმისკენ, რომ კიევსისთვის შეიძლება, აუცილებელი“ იყოს სახსრები ყირიმში დარტყმისთვის, „მაშინაც კი, თუ ასეთი ნაბიჯი გაზრდის ესკალაციის რისკს.”

ამასთან, აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და ექსპერტებში შემცირდა შეშფოთება რუსეთის მიერ შურისსაძიებლად ტაქტიკური ბირთვული იარაღით გამოყენების რისკის თაობაზე. თუმცა, მიიჩნევენ იმასაც, რომ მსგავსი რისკი კვლავ რჩება.

როგორც სტატიაშია ხაზგასმული, ჯერ კიდევ არ არის საუბარი უკრაინისთვის იმ მანძილზე მოქმედი რაკეტების მიწოდებაზე, რომელიც მას საშუალებას მისცემს, სამიზნეებს დაარტყას ანექსირებულ ყირიმში. თუმცა, განიხილება HIMARS-ის სარაკეტო გამშვები საშუალებებისა და „ბრედლის“ ჯავშანტექნიკის გამოყენების შესაძლებლობა ნახევარკუნძულის მიწოდების მთავარ მარშრუტებზე, მაგალითად, ყირიმის ხიდზე, შეტევისთვის.

ეს საკითხი, The New York Times-ის ცნობით, ცოტა ხნის წინ წამოიჭრა თეთრ სახლში გამართულ შეხვედრებზე.

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის საგარეო საქმეთა და შეიარაღებული ძალების კომიტეტების თავმჯდომარეებმა მაიკლ მაკოლმა და მაიკ როჯერსმა ერთი დღით ადრე გაავრცელეს ერთობლივი განცხადება,რომელშიც ბაიდენის ადმინისტრაციას და მოკავშირე ქვეყნების ხელმძღვანელობას მოუწოდეს, სასწრაფოდ მიაწოდონ უკრაინას კრიტიკული იარაღი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S